logo
ENG



გახარია:ტესტირება ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა

27 მაი 202013:10
3 წუთის საკითხავი
 

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსთანს ბრძოლის შესახებ ანგარიშს წარადგენს. გიორგი გახარიამ ანგარიშის წარდგენისას pcr ტესტირებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თემა ხშირად პოლიტიკური სპეკულაციების საგანგი გამხდარა.

ასევე, როგორც გახარიამ აღნიშნა, დაავადების დაფიქსირების შემდეგ, პირველ ეტაპზე 72-75 ტესტი ტარდებოდა, ამ ეტაპზე კი ქვეყანაში დღეში 2500 ტესტი ტარდება, მოგვიანებით კი იგეგმება 10 000 pcr ტესტის ჩატარება.

„როდესაც პატარა ქვეყანაში, რომლის რესურსებიც არის საკმაოდ შეზღუდული, ტესტირების თემა ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემა, მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ოქროს სტანდარტი, ეს არის pcr ტესტირება, ღმერთმა ისე ქნა, რომ ქვეყანაში არც თუ ისე ძლიერი, მაგრამ საკმაოდ მყარი მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული ქსელები არსებობს. პირველ რიგში ეს გახლავთ ლუგარი, ქუთაისის და ბათუმის ლაბორატორიები, რომლებსაც შეუძლიათ pcr ტესტირების უმაღეს დონეზე ჩატარება. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ეპიდემიის პირველი შემთხვევები იყო საქართველოში დღეში ტარდებოდა 72-75 pcr ტესტირება. დღეს ტარდება 2500, უახლოეს პერიოდში ჩატარდება 3000 და შესაბამის უწყებებს ჯადაცვის სამინისტროში აქვს დავალება მიღებული რომ შემოდგომამდე ქვეყანას შეეძლოს 10 000 ტესტირების ჩატარება. ვისაც ეს ესმის, ის ძალიან კარგად ხვდება რაზე ვსაუბრობთ“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშს წარადენს მოგვიანებით გახარია ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს.

 


close დახურვა