logo
ENG



გახარია: არჩევნების თარიღის ცვლილება დღის წესრიგში არ დგას

11 სექ 202015:41
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო, არჩევნების გადადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"არჩევნების თარიღის შეცვლა ან საარჩევნო პროცესზე რაიმე სახის ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას. ისევე, როგორც არანაირი შეზღუდვები, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება", - აცხადებს გახარია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.

 

 


close დახურვა