logo
ENG



გახარია: გადავდივართ დაავადების გავრცელების ეტაპზე

17 მარ 202012:36
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. 

გახარიას თქმით, ქვეყანაში გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და  ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის მზადაა.

„დღეს შედგა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა. პირველი, გვაქვს სასაიხარულო ინფორმაცია - პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. რა თქმა უნდა, ამის გამო მადლობა უნდა გადავუხადოთ სამედიცინო სექტორს. თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველი არაა. აბსოლუუტრად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხუედავად იმისა, რომ მთავრობა ეფექტურად ახორციელდა დაავადების შეჩერების ფუქნციას, ჩვენ გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. ეს ობიექტური რეალობა. გაიზრდება დაავადებულთა რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ მიდგომები უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გაზრდილი პაციენტების მოისაღებად. ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებისთვის მზადააა. ვირუსთან ბრძოლის პირველი ეტაპი ეფექტურად გავატარეთ. მთავრობის პასუხი მკაცრი იქნება!", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად 34 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 მოქალაქე.

 


close დახურვა