logo
ENG



გახარია: ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ მთავრობამ შეზღუდვები არამიზნობრივად გამოიყენა

27 მაი 202012:54
3 წუთის საკითხავი
 

„ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის გარდა, დაწესებული ეს შეზღუდვები რაიმე სახით არამიზნობრივად გამოიყენა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა მკაცრი შეზღუდვა პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და პროცესის კონტროლზე ასაყვანად დაწესდა.

„საგანგებო მდგომარეობის მიღება და შემდგომ რაც იყო მკაცრი ნაბიჯები მიღებული, განსაკუთრებით ისეთი, როგორიცაა ქალაქების ჩაკეტვა, კომენდანტის საათი, ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა - ეს იყო აუცილებელი ნაბიჯები, რომელბმაც მოგვცა შესაძლებლობა გვეთქვა, რომ ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება სივრცეში და დროში აეყვანა კონტროლ ქვეშ. ეს იყო ძირითადი ამოცანა. არავინ არ აპირებს ამ შეზღუდვების დიდი ხნით შენარჩუნებას. მე მინდა თითოეულ თქვენგანს შევახსენო რამხელა დებატები იყო აქ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის კანონში, რომლის ინიციატივითაც მთავრობა გამოვიდა. რამოდენიმე შეზღუდვა, რომლის მოხსნაც შესაძლებელი იყო, დღეს  ჩვენ გავაკეთეთ. ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ ხელისუფლებამ რაიმე სახის არამიზნობრივად, ვგულისხმობ პანდემიასთან ბრძოლის გარდა, ეს შეზღუდვები გამოიყენა. ეს ყველაფერი იყო გამიზნულად გაკეთებული იმისთვის, რომ ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და შემდგომ უკვე ეკონომიკური განვითარება და მათი სოციალური მდგომარეობა“, - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა