logo
ENG



გახარია: ვიცით გამოძიებასთან არსებული პრობლემები, ამიტომ დაიწყო შსს-ში რეფორმები

23 ივლ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 23 წლის ქალის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქეების პროაქტიული ინფორმირება დაავალა. 

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ქვეყნის ტრაგედიაა და გამოძიებამ არსებულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, რათა, როგორც გახარია ამბობს, საქმით სპეკულირების სივრცე არ დარჩეს. 

მან გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება მათ უნდა გაუფრთხილდეს. 

"რა თქმა უნდა, ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალება გაურკვეველ პირობებში არის მძიმე შემთხვევა. რაც შეეხება საგამოძიებო მიმართულებას, აქ მნიშვნელოვანია და შსს-ს მინდა დავავალო მოქალაქეებს პროაქტიული ინფორმირება. ეს მნიშვნელოვანია, რათა არ დარჩეს არც ერთი სივრცე იმისთვის, რომ ზოგიერთმა ეს გამოიყენოს გარკვეული სპეკულირებისთვის", - აღნიშნა გახარიამ. 

გარდა ამისა, გახარიამ ქვეყანაში გამოძიებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებაში რეფორმები მიმდინარეობს. 

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სწრაფი გამოძიება. ყველამ კარგად ვიცით გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ყველას კარგად გვესმის და ამიტომ დაიწო რეფორმები და სისტემური განახლება შსს-ში და ამ ნაბიჯებს აქვს უკიდურესად სერიოზული მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ისე რიგითი, კეთილსინდისიერი პოლიციელებისთვის.

ამ თემაზე საუბრის დასრულებისთვის, მინდა ყველა საგამოძიებო სტრუქტურას მოგიწოდოთ იყოთ პროაქტიული ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, რათა არ დავტოვოთ მცირედი სივრცეც ინტერპრეტირებისთვის", - განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ "მთავარს" განუცხადა, რომ შვილის ცხედარს ყინულის არქონის გამო ვერ გაატანენ

 


close დახურვა