logo
ENG



ვერ გადმოვასვენებთ ცხედარს, ყინული არ გვაქვსო - ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

22 ივლ 202023:46
3 წუთის საკითხავი
 
mbzzm25jxpoxq1l.jpg

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ოჯახს სახლში ვერ ატანენ, რადგან სამხარაულის ექპსერტიზის ბიუროში ყინული არ აქვთ - ამ ინფორმაციას „მთავარს“ ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აწვდის.

როგორც გარდაცვლილის მამა ამბობს, ბიუროში ყინული არ აღმოაჩნდათ და ამიტომ ოჯახს მოუწია მისი შოვნა.

„ძაან ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვერ იმას ვიზამთო და თან ყინული არ აქვთ, ამიტომაც შევფერხდით... მერე ირბინეს ბიჭებმა და... ყინული ნაშოვნია, დილით ადრე უნდა ისა ვქნათ", - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილი დღეს გარდაცვლილი იპოვეს. ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ახალგზარდა ქალის ცხედარი მისივე ავტომობილში, ტყის პირას იპოვეს.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ექსპერტიზაში დამოუკიდებელ ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანს რთავს.


close დახურვა