პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აღდგომის დღესასწაულზე მანქანების გადაადგილება მისთვის მიუღებელი იყო. მისივე განცხადებით მან შეამოწმა ის მანქანები რომლებიც აკრძალვის მიუხედავად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ და ყველა მანქანაზე საშვი იყო დაშვებული.
ასევე გახარიას განცხადებით, გარკვეული შეცდომებით იქნა დაშვებული, თუმცა მისი თქმით მოკლე დროში იდეალური ინსტრუმენტის შემუშავება ვერ მოხდებოდა.
„ის სურათი რომელიც სააღდგომო დღესასწაულების შემდგომ თბილისში იყო მეც არ მომეწონა. მეც უკიდურესად გაღიზიანებული ვიყავი და მქონდა უდიდესი უსამართლობის გრძნობა. პირადად მე სამსახურში რომ მოვდიოდი ყოველ დილას 5-6 მანქანის ნომრებს ვამოწმებინებდი, ყველას საშვი ჰქონდა. დისტრიბუცია, სამედიცინო მომსახურება, სააფთიაქო ქსელი, ჟურნალისტები. სპეციალურად ამოვიღე, ყველაზე დიდი რაოდენობა საშვები აქვს მედიას და ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ვითომ მედიამ, ეს გამოიყენა ლაივების დასადებად. მესმის რომ იდეალური არაფერი არის აქ, შეცდომები იყო, მაგრამ შეუძლებელია 2-3 დღეში ეფექტურად მომუშავე, იდეალურად მომუშავე ინსტრუმენტის გაკეთება, ამიტომ ერთმანეთს უნდა დავუთმოთ “,-განაცხადა გიორგი გახარიამ.