logo
ENG



გახარია: მთავრობის შემადგენლობის დატოვება ლოგიკურია, ეფექტურად მუშაობენ

23 დეკ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: მთავრობის შემადგენლობის დატოვება ლოგიკურია, ეფექტურად მუშაობენ

მთავრობის იგივე შემადგენლობა არის სრულად ლოგიკური, როგორც ჩემი გადმოსახედიდან, ასევე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების გადმოსახედიდან, იმიტომ, რომ კრიტიკული მიმართულებების თვალსაზრისით, ეს მთავრობა ეფექტურად ახორციელებს თავის ძირითად ფუნქციებს. ბევრი მიმართულებით მთავრობაში დაწყებულია სისტემური რეფორმები, ეს იქნება ჯანდაცვა, განათლება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაწყებულია ბევრი პროექტი და ეს ტემპი არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სერიოზული რეფორმებია დაწყებული ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით. ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, კრიზისის პერიოდში, არის ბოლომდე მისაყვანი - ლოგიკურ დასასრულამდე. ამიტომ, გაურკვეველია ერთი არგუმენტი მაინც რა უნდა ყოფილიყო მთავრობაში ცვლილებების მომხრედ, მაშინ, როდესაც მთავრობა ეფექტურად მუშაობს და ვართ საკმაოდ მძიმე კრიზისში.


close დახურვა