logo
ENG



გახარია: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია

02 ნოე 202614:01
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/02/m30zg5takmdx0p1.png

პარტია "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თემას ეხმაურება. მისი თქმით ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია.

გახარიას განმარტებით, "ქართული ოცნების" მიზანი არასასურველი ოპონენტების ჩამოშორება და "ხელსაყრელი ოპოზიციის" შექმნაა.

"ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ღიად განაცხადა თუ რა არის ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზანი: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული "ხელსაყრელი ოპოზიციის" შექმნა.

ეს სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც საარჩევნო ბიულეტენში ბევრი "ოპოზიციური" პარტიაა წარმოდგენილი, მაგრამ არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება. 

საქართველოში უკვე ვხედავთ ახალი პარტიების შექმნის ნიშნებს. ეს ადამიანები ან ვერ ხვდებიან, რომ მათთვის წინასწარ განსაზღვრულ როლს ასრულებენ, ან შეგნებულად შედიან გარიგებაში პრორუსულ რეჟიმთან", - წერს გახარია სოციალურ ქსელში. 


close დახურვა