![გახარია: ოცნებას უჭირს კონკურენტებთან ოპონირება და ემსგავსება ენმ-ს](/uploads/news/გიორგი_გახარია_205.jpg)
ქართულმა ოცნებამ ბევრი უმნიშვნელოვანესი რეფორმა გაატარა, ქვეყანამ ბევრი მიმართულებით სერიოზული პროგრესი განიცადა, მე არ მინდა ჩამოვთვალო, აი, მედიათავისუფლებიდან დაწყებული. ამ ბოლო პერიოდში, როცა ქართულ ოცნებას უჭირს კონკურენტებთან ოპონირება, ძალიან ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას - სიტყვების დონეზე, ფრაზების დონეზე, ქმედებებზე არაფერს არ ვამბობ. ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ეს არის იმედგაცრუება.