logo
ENG



გახარია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით ათობით ათასი ადამიანის მობილობა დაეცა

27 მაი 202018:32
3 წუთის საკითხავი
 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით ათობით ათასი ადამიანის მობილობა დაეცა,“ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აკეთებს. მისი განცხადებით, დაწესებულიმა შეზღუდვებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და მის შემდეგაც მოქმედებენ, მოქალაქეების გადაადგილება მნიშვნელოვნად შეამცირა და სწორედ ამიტომ აქვს ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი საქართველოს, რაც დღესდღეობითაა

„ვერ დაგეთანხმებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა არ იყო პროპორციული. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზღვარი, სკოლა, განათლების სისტემა, კომენდანტის საათი და ფიზიკური გადაადგილების შეზღუდვა სატრანსპორტო საშუალებებში - ეს ხუთი ძირითადი ბლოკი იყო მძიმე, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა მობილობის მკვეთრად დაგდების. ათობით ათასი ადამიანის მობილობა დაეცა, ამან მოგვცა ის შედეგი რა შედეგიც ეხლა გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 


close დახურვა