logo
ENG



გახარია: სწავლის დაწყების და არჩევნების ჩატარების თარიღის შეცვლის საფუძველი არ არსებობს

12 აგვ 202015:27
3 წუთის საკითხავი
 
rxwbprsd1jr5oja.jpg

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, სწავლის გადადების არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

გახარიას თქმით, სწავლის დაწყების მსგავსად, დღეის მდგომარეობით, არც არჩევნების თარიღის შეცვლის წინაპირობაა.

"დღეის მდგომარეობით, არანაირი პირობა იმისთვის, რომ სწავლა გადაიდოს და ბავშვებმა განათლების მიღება 15 სექტემბრიდან არ დაიწყონ სასკოლო ოთახებში, არ არსებობს. ისევე როგორც, არ არსებობს არანაირი საფუძველი და მოცემულობა არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ სწავლის დაწყება სკოლებში 15 სექტემბერს იგეგმება. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 


close დახურვა