„ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში შემთხვევებმა იკლო და ამასთან ერთად, ბოლო პერიოდში ახალი კლასტერები არ გამოვლენილა.
„დღეს ახალი შემთხვევები გვაქვს სამი და სამივე არის საკარანტინე ზონებიდან. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი: ინფიცირების შემთხვევები ძირითადად მომდინარეობს საკრანტინე ზონებიდან, რაც ერთი მხრივ ადასტურებს, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება, მეორე - ინფიცირების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ ჩვენთვის ცნობილი კლასტერებიდან და მესამე - რისკის შემცველი გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო შტაბი და აქ კონტროლი არის გამკაცრებული. რეალურად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს რაც ერთობლივი შრომის შედეგია“, - განაცხადა გახარიამ.