logo
ENG



გახარია მოქალაქეების დახმარებაზე: არ იყო დრო ვის უფრო ეკუთვნოდა და ვის ნაკლებად

29 მაი 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას  მოქალაქეების დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პანდემიის პირობებში სწრაფად მოუწია და ამიტომ დრო არ ყოფილა, ზუსტად განესაზღვრათ ვის ეკუთვნოდა ამ სახის დახმარებები და ვის არა. 

"პირველი იყო ის, რომ მაქსიმალურად ადამიანებს დავხმარებოდით. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანებს დავხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით - ელექტროენერგია, გაზი და ა.შ.  ეს იყო პირველი გადაწყვეტილება, რამაც მაქისმალურად მოიცვა მოქალაქეების რაოდენობა. შეიძლება ისეთი ადამიანებიც, ვისაც ასეთი დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ იმ მომენტში საკითხი იყო ცხელი და რადგან სწრაფად უნდა მივხმარებოდით, არ იყო დრო ვინ უფრო ეკუთვნოდა და ვის ნაკლებად. ამიტომ გავაკეთეთ ეს",-აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

მისივე თქმით, ამის შემდგომი ნაბიჯი საპროცენტო განაკვეთების შემცირება იყოს და შედეგად, სამი თვით გადავადება. გახარიას განმარტებით, ფიზიკურ პირებზე სამ თვიანი გადავადებით ისარგებლა 600 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ. 

"ასევე 38 ათას ჩვენს მოქალაქეს განბაჟებისთვის ჩამოყვანილი ჰყავდა უცხო ქვეყნიდან ავტოტრასპორტი. ზოგს თავისთვის, ზოგი ინდმეწარმე იყო. წარმოგიდგენიანთ განბაჟების თანხა ამ 38 ათასი მოქალაქისთვის რა იქნებოდა?! - მათ ეს განბაჟების თანხა გადავუდათ",-განაცხადა გიორგი გახარიამ.


close დახურვა