საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფებოდა. ის პატრიარქს შეხვდა. ინფორმაცია „ფორმულას“ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.
თუ რა თემაზე ისაუბრეს ილია მეორემ და გახარიამ ჯერჯერობით უცნობია.
გახარიამდე საპატრიარქოში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმყოფებოდა.