logo
ENG



Financial Times: ტრამპისა და პუტინის შეთანხმება რუსული დიზელის აშშ-ში იმპორტზე ჩაიშალა

05 ნოე 202618:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/05/vgqy293jaltos4r.png

გამოცემა Financial Times-ის ცნობით, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც აშშ-ში რუსული დიზელის შეტანას ითვალისწინებდა, ჩაშლის პირასაა. სანქცირებული რუსული საწვავით დატვირთულმა ორმა ტანკერმა ამერიკელი მყიდველების მხრიდან სანქციებისა და სამართლებრივი რისკების შიშის გამო აშშ-ის მიმართულებით სვლაზე უარი თქვა და კურსი შეცვალა.

აშშ-ის ხაზინის მიერ დროებითი ლიცენზიის გაცემასა და ტრამპის მცდელობას, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე დიზელის დეფიციტი და საწვავის რეკორდულად გაზრდილი ფასები შეემცირებინა, ამერიკელი კანონმდებლებისა და შტატების გუბერნატორების მხრიდან მკვეთრი პროტესტი მოჰყვა. კრიზისი საწვავის ბაზარზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანთან აშშ-ის ომის ფონზე დიზელის მარაგები 20 წლის მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ფიუჩერსები 60%-ზე მეტით გაიზარდა.


close დახურვა