logo
ENG



გახარია სააკაშვილის კანდიდატურაზე: მობრძანდეს

07 სექ 202015:19
3 წუთის საკითხავი
 
გახარია სააკაშვილის კანდიდატურაზე: მობრძანდეს

"მობრძანდეს" - კვლავ ასე გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარია ენმ-სა და "ძალა ერთობაშიას" მიერ მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატად დასახელებას. 

"მობრძანდეს. ვერავინ და ვერაფერი დააყენებს ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ. ვერავინ და ვერაფერი ვერ დააყენებს საარჩევნო პროცესის ნორმალურ, მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ", - თქვა გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღეს, 7 სექტემბერს, ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველია, ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. თავად სააკაშვილი 21:00 საათზე ისაუბრებს, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას.

ექსპრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ საქართველოში ბრუნდება. პასუხად ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.

 


close დახურვა