logo
ENG



გახარია შეზღუდვებზე: ამ გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრები ასეულობამდე არ დავა

26 ნოე 202015:36
3 წუთის საკითხავი
 
გახარია შეზღუდვებზე: ამ გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრები ასეულობამდე არ დავა

ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც გახარიამ მოსახლეობას ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ასამოქმედებული შეზღუდვების გეგმა გააცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღონისძიებების მთავარი მიზანია, რომ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შემცირდეს, რამაც უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ამან თავის მხრივ უნდა შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა.

"დღეს ქვეყანაში კეთდება 15-16 თასი ტესტი, ყველაფერთან ერთად შემუშავებულია აბსოლუტურად ახალი კლინიკური მართვის გეგმა. რამდენიმე ახალი კლინიკა არის ჩართული კოვიდის მართვაში, რომელიც შეიქმნა ზაფხულის პერიოდში - ბათუმის ინფექციური, რუხის კლინიკა და სხვა. თუ პირველი ტალღის დროს კოვიდის მართვის პროცესში ჩართული იყო 5 კლინიკა, დღეს ჩართულია 80-ზე მეტი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს და დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის.

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.


close დახურვა