logo
ENG



გახარია - ტურიზმის სექტორის აღდგენის გეგმას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ

04 მაი 202011:23
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტურიზმის სექტორის აღდგენის მიზნით, სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გეგმის წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება.

„ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება ტურიზმის სექტორის აღდგენის, როგორც ყველაზე დაზარალებულის და ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძრავის. როგორც ვიცი სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და ჩვენ უახლოეს დღეებში განვიხილავთ ამას, ასევე წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გახარიამ ფერმერების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამის გეგმას სოფლის მეურნეობის სამინისტროც უახლოეს დღეებში წარადგენს,

„გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ფერმერების მხარდაჭერის, რომელიც ასევე უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეყნის მომარაგებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 


close დახურვა