logo
ENG



გახელაძესთან დაკავშირებით ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული - გახარია

18 ივლ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 
v29y08te97bxqiz.jpeg

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავს საკითხებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და მის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია მთავრობის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი.

გახელაძესთან დაკავშირებით ყველა ინსტრუმენტი არის ამოქმედებული - სულ რაღაც ცოტა ხნის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ესეც ის საკითხია, ზოგ შემთხვევაში, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა და სახლში დაბრუნება. დღეის მდგომარეობის ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის, პირველ რიგში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა, არის ამოქმედებული", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან - გატაცებისას ის ფეხში დაჭრეს. უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.


close დახურვა