logo
ENG



გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა ისევ დაკეტილია

15 აგვ 202411:16
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ფორმულა/ ეკა ფხაკაძე

მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი ისევ დაკეტილია.

სამონასტროს კომპლექსი ვიზიტორებისთვის დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა ადგილზე მისულ მომლოცველებს ტაძარში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.

27 ივნისს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2 ივლისიდან - 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტებოდა. მიზეზი ის იყო, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები ფართომასშტაბიან ფაზაში გადადიოდა.


close დახურვა