logo
ENG



გელათის ტაძრის სახურავის მხოლოდ 16%-ია დაზიანებული - ანთიძე

24 ივლ 202020:56
3 წუთის საკითხავი
 

გელათის ტაძრის დაზიანებების შესახებ "ფორმულას" ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელებმა ერთად დაათვალიერეს.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ტაძრის სახურავის მხოლოდ 16% არის დაზიანებული. მისი თქმით, კულტურული ძეგლების რესტავრაციის დროს მცირეოდენი ხარვეზები ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მიმდინარე სამუშაოების დროს ფრესკები არ დაზიანებულა. 


close დახურვა