logo
ENG



გელა კვაშილავა: ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების დიდი რისკის მატარებელია

18 მარ 202022:59
3 წუთის საკითხავი
 

„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ წარმომადგენელმა გელა კვაშილავამ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ კორონავირუსის დროს, ტრანსპორტი დიდი რისკის მატარებელია.

„ტრანსპორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის მატარებელია. სამი ფაქტორია - დახურული სივრცეა, განიავებაა ნაკლები, ერთი მეტრის დისტანციის დაცვა. მეორე, ბევრ ადამიანს შეხება აქვს იმ ადგილას, სადაც შეიძლება იყოს ვირუსი. მესამე ძნელია ადამიანის გაკონტროლება. ამ სამმა ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა ჩინეთში ვირუსის გავრცელებაზე. ჩვენ აქტიური ჩარევები უნდა გავაკეთოთ, რომ აფეთქება არ მივიღოთ. აუცილებელია, მძღოლებისთვის ტრანსპორტში პირბადეები და ხელთათმანები“, - განაცხადა კვაშილავამ


close დახურვა