„ოცნების“ პარლამენტის აპარატი 7 თანამშრომლისთვის ხელოვნური ინტელექტის ციფრული პლატფორმის, ChatGPT Business-ის ერთწლიანი ლიცენზიის გამარტივებული შესყიდვით შეძენას გეგმავს, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 10 500 ლარი დაუჯდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, შესყიდვის ინიციატივა აპარატის უფროსს კახა ოქროჯანაშვილს ეკუთვნის.
„ChatGPT Business-ის პაკეტის გამოყენება არსებითად შეუწყობს ხელს სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციასა და ავტომატიზაციას, დიდი მოცულობის მონაცემების/ტექსტების სწრაფ ანალიზს, სამუშაო დროის ეფექტიან გადანაწილებასა და უწყების საერთო საოპერაციო პროდუქტიულობის მნიშვნელოვნად გაზრდას“.
ოფიციალური განმარტებით, პროგრამული პაკეტი „ოცნების“ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს მონაცემთა ანალიზის, პროცესების ავტომატიზაციის, მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებისთვის სჭირდება. აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მაქარაშვილმა შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა, სადაც განცხადების განხილვა 10 ნოემბრამდე იგეგმება.
