logo
ENG



გენერალი ბრაუნი: შეშფოთებულები ვართ, ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

21 მაი 202413:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/w8k8ua1bnu5syo5.jpg

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის გენერალი ჩარლზ ბრაუნის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ აშშ შეშფოთებულია და საქართველოში რუსეთის გავლენას აკვირდებიან. 

საქართველოს შესახებ გენერალ ბრაუნს კითხვა პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

"თქვენ იცით, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული დავრჩებით. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს NATO-ში, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც NATO-ს პარტნიორები არიან, ისევე, როგორც უსაფრთხოების ზოგად მდგომარეობაზე ევროპაში", - განაცხადა მან.

 

close დახურვა