logo
ENG



გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა

04 ივნ 202515:18
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/04/9lv2pxunz3jdfra.jpeg

ყოფილი გენერალური პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის მოვალეობას მისი მოადგილე გიორგი გვარაკიძე შეასრულებს.

საინტერესოა, რომ გვარაკიძე, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილედ დღეს დაინიშნა. აქამდე იგი თბილისის პროკურორის თანამდებობას იკავებდა, რომელზეც სულ რაღაც 2 კვირით ადრე, 13 მაისს დაინიშნა.

ფორმულას ცნობით, გვარაკიძე უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ახლო გარემოცვის წევრია და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მდინარაძის ფაქტორს გავლენა ჰქონოდა მის დაწინაურებაზე.

ამ დროისთვის უცნობია, გახდება თუ არა გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორი.


close დახურვა