logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

06 იან 202310:13
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/06/eteew4saps5yz2x.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 12 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, მაკეევკას, პლოშანკას და დონეცკის ოლქის სპირნეს, სოლედარის, კრასნა ჰორას, ბახმუტის, კლიშივკას, კურდიუმივკას, პერვომაისკეს, მარინკას და პობედას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საშიშროება რჩება.

გენშტაბის თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 15 დარტყმა განახორციელა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა