logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

05 დეკ 202211:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/05/1ms3cn3w0evslss.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს პლოშანკას, ბილოჰორივკას, ბერესტოვეს, ბელოგოროვკას, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუცკეს, ბახმუტის, ოპიტნეს, კლიშივკას, ანდრიივკას, მარინკას და ნოვომიხაილივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 7 სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსული ძალების მხრიდან უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის საფრთხე კვლავ რჩება.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 91 690 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა