უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას და სპირნეს, ბახმუცკეს, ბახმუტის, ივანჰრადის, კლიშივკას, ოზარიანივკას, მაიორსკის, კამიანკას, პერვომაისკეს, ნეველსკეს, მარინკას, დონეცკის ოლქის ნოვომიხაილივკას და პავლივკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 6 სარაკეტო და 21 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 20-მდე დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ლვივის, ხარკივის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ვინიცას რეგიონები.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 11 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 75 440 ჯარისკაცი დაკარგა.