logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებაში მოიგერიეს

17 დეკ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/17/ayktyvivscf8rqu.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებაში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის პლოშანკას, ჩერვონოპოპივკას, ბილოჰორივკას, დონეცკის ოლქის ბახმუტის, ოპიტნეს, ზელენოპილიას, ანდრიივკას, მარინკას, პობიედას, ნოვომიხაილივკას და სხვა დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 98 რაკეტა გაისროლეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 65-ზე მეტი შეტევა განახორციელეს.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 97 690 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა