უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ნოვოსელივსკეს, სტელმახოვსკის, ბელოგოროვკას, ბილოჰორივკას, კურდიუმოვკას, ვოდიანესა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში", - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად დაზარალდა ქალაქი ხარკივი და ხარკივის რეგიონები.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 81 370 ჯარისკაცი დაკარგა.