logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

20 ნოე 202215:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/20/xn7g0lrqmru67m6.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის სპირნეს, იაკოვლივკას, ბახმუცკეს, ბახმუტის, ოპიტნესა და კლიშივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 1 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 84 210 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.


close დახურვა