უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 7 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქის ვერხნოკამიანსკეს, ბახმუტის, ანდრიივკას, იაკოვლივკას, სოლედარის, კურდიუმივკას და კრასნოჰორივკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 17 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. დაზიანდა ვინიცას, კიევის, მიკოლაივის, ოდესის და უკრაინის სხვა რეგიონების საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
გენშტაბის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.