logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

23 ოქტ 202215:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/23/zqk235jnforo5cc.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ბახმუტის, ბახმუტსკოეს, ივანჰრადის, მარინკას, სოლედარის, ოზარიანოვკას, ოტრადოვკას და ბელოგოროვკას დასახლებულ პუნქტებში," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 32 სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 17 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 67 470 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა