logo
ENG



გენშტაბი: ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

14 ოქტ 202211:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/14/o1l84nsvw8orwcq.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები 9 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ტერნის, ოპიტნეს, ვესელეს, ნეველსკეს, ოდრადივკას, ივანჰრადის, ბახმუტის, ნოვა კამიანკას და სუჰი სტავოკის დასახლებულ პუნქტებში.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება. მაგალითად, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა 2 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს," - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.

გენშტაბის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 25 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 64 300 ჯარისკაცი დაკარგა.  


close დახურვა