logo
ENG



გენშტაბი: რუსები განგებ აზიანებენ ტექნიკას, რომ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ

12 თებ 202301:21
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/12/ta1unlk1lrbavsf.png

გენშტაბის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებს განგებ გამოჰყავთ მწყობრიდან თავიანთი ტექნიკა, რათა უკრაინის ტერიტორიაზე არ იბრძოლონ.

როგორც გენშტაბის განცხადებაში წერია, საუბარია დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში განლაგებულ რუსების ტექნიკაზე.

"რუსი ოკუპანტები აწარმოებენ საკუთარი სამხედრო ტექნიკის რემონტს. საუბარია იმ სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც ოკუპანტებმა განზრახ დააზიანეს, რათა სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიიღონ", - ამბობენ უკრაინის გენშტაბში.

მათივე თქმით, სამხედრო ტექნიკის გაუმართაობის მთავარი მიზეზი ძრავების მიზანმიმართული დაზიანებაა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ დონბასში რუსების დანაკარგი იზრდება. საერთო ჯამში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 136 880 სამხედრო დაკარგა


close დახურვა