logo
ENG



გენშტაბი: წარმატებული შეტევის დროს, სოფელ მიკოლაევკაში რუსებმა უკან დაიხიეს

30 მაი 202222:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/30/0827ww0qyisoobk.png

უკრაინის ძალების წარმატებული შეტევის დროს, ხერსონის ოლქში, სოფელ მიკოლაევკაში რუსულმა ჯარებმა უკან დაიხიეს. ამ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

"თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის დროს, მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია ხერსონის ოლქის მიკოლაევკას დასახლებიდან, რამაც გამოიწვია პანიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებში", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.


close დახურვა