logo
ENG



გერმანიამ უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა

28 აპრ 202213:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/e75vfj92dy6atwk.jpg
unian

28 აპრილს, გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება დაამტკიცა.

უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას ხმა 693 დეპუტატიდან 586-მა მისცა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თითქმის 70 წუთიანი დებატები.

ასევე წინა დღეებში, გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღის მიწოდებას. 

Gepard-ის საზენიტო სისტემების მიწოდების ვალდებულება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქრისტინ ლამბრეხტმა საერთაშორისო თავდაცვის ოფიციალური პირების შეხვედრის დროს გამოაცხადა.


close დახურვა