logo
ENG



გერმანიაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

13 დეკ 201918:39
3 წუთის საკითხავი
 
c0plbr0s6a8lult.jpg

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას გერმანიაში. შემთხვევა ქალაქ ბლანკენ-ბურგში მოხდა. 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, ბინაში მათ გაზის ბალონები და ძველი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. საცხოვრებელი 78 წლის მამაკაცს ჰქონდა ნაქირავები. სავარაუდოდ, სწორედ ის ემსხვერპლა აფეთქებას.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველებმა შენობასთან ერთად, ახლომდებარე სკოლიდან და ბაღიდან 100-მდე ბავშვის ევაკუაცია განახორციელეს.


close დახურვა