logo
ENG



გერმანიაში, 54 წლის ქართველი მამაკაცი 6 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა

02 აპრ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის ერთ-ერთი თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრისის შენობიდან 54 წლის ქართველი კაცი  გადმოხტა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. დაახლოებით 6 მეტრის სიმაღლიდან გადმომხტარმა მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ის სამედიცინო დაწესებულებაში აგდაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს.  გამოძიება კაცზე თავდასხმას გამორიცხავს, თუმცა მიმდინარეობს ძიება, გახდა თუ არა მომხდარის მზიეზი ჩხუბი დასავებულსა და მის მეუღლეს შორის. თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრისში 850-ვე პირი 27 მარტიდან კარანტინში იმყოფება, მას შემდეგ, რაც იქ მყოფ 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ფორმულამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ ოფიციალური შეტყობინება აღნიშნული ფაქტის შესახებ გერმანიაში საქართველოს საკონსულოში არ შესულა, თუმცა საქართველოს საკონსულომ ამის თაობაზე ღია წყაროებიდან შეიტყო და მიმართა გერმანიის შესაბამის სამსახურებს.


close დახურვა