logo
ENG



გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

14 მარ 202023:56
3 წუთის საკითხავი
 
nl5662oo6tup5pq.jpg

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციის დასაზუსტებლად "ფორმულა" საგარეო საქემთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაადასტურეს. 

უწყებაში აცხადებენ, რომ ემიგრანტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

"აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ კი მიუნხენში საქართველოს საკონსულო. საკონსულო მუდმივად არის მასთან კონტაქტში. საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივადრჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში საჭირო დახმარებას აღმოუჩენს. აღნიშნულ მოქალაქეს, მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციით, აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები. იგი მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ", - ამბობენ საგარეო უწყებაში.

 


close დახურვა