logo
ENG



გერმანია ბერლინის კედლის დაცემის დღეს აღნიშნავს

09 ნოე 202417:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/09/ei2ylv9w32kulap.jpg

გერმანია ბერლინის კედლის დაცემიდან 35-ე წელს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით განცხადება გაავრცელა

გერმანიის საელჩოს განცხადების თანახმად, მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, რამაც ბერლინის კედლის დაცემა გამოიწვია.

"მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ - ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში", - წერია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

საელჩო იგივე შინაარსის განცხადებას ავრცელებს ბრიუსელში, ვატიკანში, ბაქოში, რიგასა და სხვა ქვეყნებში.

ბერლინის კედელი, რომელიც ცივი ომის სიმბოლო იყო, 1989 წლის 9 ნოემბერს დაინგრა. ბერლინის კედელი ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფდა. ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთი წლის შემდეგ, 1990 წლის 3 ოქტომბერს, აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ოფიციალურად გაერთიანდა. 


close დახურვა