გერმანია ზალიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო რუსეთისთვის ახალ სანქციებს ამზადებს. საბოლოო გადაწყვეტილება ბერლინის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე გამოცხადდება.
თუ ვერდიქტით დადასტურდება გერმანიის გენპროკურატურის დასკვნა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელმწიფოს მიერ იყო სანქცირებული, ბერლინი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ ზომებს გაატარებს.
ხანგოშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით უკმაყოფილოა და არ აქვს იმედი, რომ ბერლინის სასამართლოს განაჩენის შემდეგ თბილისს გახმაურებული მკვლელობის საქმეზე რაიმე სახის რეაგირება ექნება. განაჩენის გამოტანის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.