logo
ENG



გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს რამდენიმე დღეში სრულად შეწყვეტს

26 აპრ 202220:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/26/zktdc4tn3lg32id.jpg

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე დღეში მიიღებს.

„დღეს შემიძლია ვთქვა, რომ [რუსულ ნავთობზე] ემბარგოს დაწესება გერმანიისთვის გამკლავებადი იქნება“, - განაცხადა ჰაბეკმა.

მისივე თქმით, რუსული ნავთობის წილი გერმანულ ბაზარზე მხოლოდ 12%-ია და ამჟამად, „ალტერნატივების ძებნა მიმდინარეობს, რაც „უახლოესი დღეების ამოცანაა“.

მანამდე, გერმანიის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-კანცლერი აცხადებდა, რომ ბერლინი რუსული ნავთობისგან დამოუკიდებელი წლის ბოლომდე გახდებოდა.


close დახურვა