გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას დამატებით 130 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების სახით.
შოლცის თქმით, გერმანია ასევე აპირებს 147 მილიონი დოლარის გამოყოფას ქვეყნის განვითარების დაფინანსებისთვის.
"უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკით, ყოველდღიურად ჩვენი გადაწყვეტილებები და ჩვენი ერთიანობა ძლიერდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი და ის არ მოიგებს მას", - თქვა გერმანიის კანცლერმა.