logo
ENG



გერმანია უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას გაუგზავნის

06 მაი 202211:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/06/8hob3zu4knhx6o3.jpg

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ქრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, ბერლინმა მიაღწია შეთანხმებას და უკრაინას მეტ მძიმე იარაღს გაუგზავნის.

მინისტრის თქმით, სამხედრო დახმარება მოიცავს 7 ერთეულ თვითმავალ ჰაუბიცის საარტილერიო სისტემას (Panzerhaubitse 2 000)

ლამბრეხტმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინულ ჯარებს ჯავშანტექნიკის შესწავლას შესთავაზებს.

გასული თვეების განმავლობაში გერმანიის მთავრობა და კანცლერი ოლაფ შოლცი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ უკრაინისა და გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან არ გზავნიდნენ უკრაინაში საკმარის მძიმე სამხედრო აღჭურვილობას.

28 აპრილს, გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება დაამტკიცა. ასევე წინა დღეებში, გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღის მიწოდებას. 


close დახურვა