logo
ENG



გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე კიდევ 45 საზენიტო ჯავშან მანქანა - Gepard-ს გადასცემს

25 ივნ 202311:08
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/25/p0mzlyujuf4taoe.png

გერმანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინას წლის ბოლომდე კიდევ 45 საზენიტო ჯავშან მანქანა - Gepard-ს გადასცემს. შესაბამისი განცხადება გენერალმა კრისტიან ფრეიდინგმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში გააკეთა.

გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის გერმანიამ უკრაინას 34 Gepard-ი უკვე გადასცა, კიდევ 15 ჯავშან მანქანა უახლოეს კვირებში ჩავა უკრაინაში.

გენერალი ამბობს, რომ Gepard-ი საჭიროა, რათა უკრაინამ საჰაერო თავდაცვა გაიუმჯობესოს.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. თუმცა, მიუხედავად ამისა, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი საჰაერო თავდაცვა? ცალსახად არა", - თქვა ფრეიდინგმა.

მისივე თქმით, გერმანია 2023 წლის ბოლომდე უკრაინას კიდევ 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გადასცემს, ხოლო მომდევნო წელს ოთხს.


close დახურვა