გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდიან და ზამთრის პერიოდში დაუყოვნებლივ გამოყოფენ კიევისთვის 170 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს.
უკრაინული მედიის თანახმად, ეს განცხადება კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია "აქტიურად" გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას 2026 წლის ფედერალური ბიუჯეტის ფარგლებში.
მისი თქმით, გერმანია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება.
"ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ მას არ აქვს არანაირი შანსი გაიმარჯვოს ამ ომში ევროპელებისა და ევროპული მშვიდობის წესრიგის ხარჯზე", - დასძინა გერმანიის კანცლერმა.
