გერმანიის ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რომ ქვეყანა გეგმავს წლის ბოლომდე რუსული ნავთობისა და ქვანახშირისგან დამოუკიდებლობას მიაღწიოს.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ამის შესახებ გერმანიის ენერგოუსაფრთხოების შესახებ მოხსენებისას ისაუბრა.
მისი თქმით ომის დაწყებამდე გერმანია ბუნებრივი აირის 55%-ს, ქვანახშირის 52%-სა და ნავთობის 35%-ს რუსეთისგან იღებდა.
ჰაბეკის თქმით, მომდევნო კვირებში გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი 25%-მდე შემცირდება. ამის შემდეგ ზაფხულში განახევრდება, წლის ბოლოს კი მთლიანად დასრულდება.
ეკონომიკის მინისტრის ცნობით, რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი მომდევნო კვირებში განახევრდება, შემოდგომისთვის კი მთლიანად შეწყდება.
“წლის შუა ნაწილისთვის რუსული ნავთობის იმპორტო გერმანიაში მოსალოდნელია რომ განახევრდება. წლის ბოლოსთვის ჩვენი მიზანია თითქმის მთლიანად დამოუკიდებლები ვიყოთ.
კომპანიები რუს მომწოდებლებთან თავის კონტრაქტების ვადის გასვლას ელოდებიან, არ აახლებენ [ხელშეკრულებას] და გადადიან სხვა მომწოდებლებზე წარმოუდგენელი სისწრაფით.
წლის ბოლომდე ჩვენი მიზანი თითქმის სრული დამოუკიდებლობაა. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რათა გავთავისუფლდეთ რუსული იმპორტების მარწუხებიდან. ყველა მომწოდებელთან შეწყვეტილი კონტრაქტი პუტინს აზიანებს“, - აცხადებს მინისტრი.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გერმანიის ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსული გაზისგან სრულ დამოუკიდებლობას ქვეყანა სავარაუდოდ 2024 წლისთვის მიაღწევს.