logo
ENG



გერმანიის ელჩი: სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია

09 იან 202319:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/09/n4nuie5priy12o1.jpg

საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა Georgia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები "შეშფოთების საბაბია" და ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ფიშერის თქმით, გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის საქმეს და მათი წარმომადგენელი ესწრება სასამართლო პროცესებს.

მისი თქმით, საელჩოს პოზიციაა, რომ ნებისმიერი პატიმრისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს. მეტიც, საელჩოს წარმომადგენელი ხშირად ესწრება სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას, მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია და ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, ისევე როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას და მიგვაჩნია, რომ, როგორც ჰუმანიტარული, ისე ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა“ - განაცხადა პიტერ ფიშერმა.


close დახურვა